ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პოეზიის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. ამის მაგალითია ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
მათ შორის იყო პოეზიის საღამო, რომელიც მე-4 ა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლაში გაიმართა.
აღნიშნული პოეზიის საღამო პროექტის - „ცოცხალი პოეტი“ განხორციელდა, სადაც მიიწვიეს საბავშვო პოეტი გივი ჩიღვინაძე. პროექტის ხელმძღვანელი გულო ყვავაძე გახლდათ.
„ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროსო“ და მართლაც ასეა, კიდევ ერთი ლამაზი სამყარო პოეზიისა და პროზის საღამო გავმართეთ სკოლაში“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვებმა, აღნიშნულ დღეს, წაიკითხეს მიწვეული პოეტის ლექსები, მოთხრობები, ისაუბრეს ბუნების სიყვარულსა და მასთან სიახლოვეზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებსა და პოეტს შორის გულთბილი და თემატურად დატვირთული საუბარი გაიმართა.
„პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: