
სასწავლო წელი იწურება, სწორედ რომ მიღწევების შეჯამება-შეფასების დროა.
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში VI კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე შეაჯამეს საგანში ნასწავლი თეორიული და პრაქტიკული მასალა.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მიღწევები ყოველთვის წახალისებულია.
იხილეთ ფოტოები: