ქუთაისის N38 სკოლის მე-4 კლასელთა ამაღელვებელი გამოსაშვები ღონისძიება და პედაგოგის მოსწავლეებთან ერთად შესრულებული ცეკვა
13-06-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია, ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებსაც ისინი ბავშვებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო მე-4 კლასის გრანდიოზული ღონისძიება სახელწოდებით, „ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს“, რომელიც ქუთაისის ნიღბების თეატრში გაიმართა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ღონისძიებას პედაგოგი ნინო დვალიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც სცენაზე, ბავშვებთან ერთად იცეკვა.

მასწავლებლისა და მოსწავლეების ცეკვა ძალიან ემოციური აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან. სწორედ ამიტომ, მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის პედაგოგს ბავშვებმა დიდი მადლობა გადაუხადეს.

აღნიშნული ღონისძიებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203