ჩოლურის და მასთან შერწყმული საყდრის საჯარო სკოლის I-V კლასების მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება 
13-06-2024
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის და მასთან შერწყმულ, საყდრის საჯარო სკოლაში I-V კლასებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ისინი ასევე აქტიურად ჩაერთნენ აუდიტორიის ლამაზად გაფორმებაში. 

„მოსწავლეთათვის ეს ღონისძიება იყო ძალიან პოზიტიური, სოციალური და შემეცნებითი“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ დღეს, მშობლებმა და მასწავლებლებმა მიულოცეს ბავშვებს ახალ საფეხურზე გადასვლა და წარმატებები უსურვეს.

ღონისძიება გაიმართა მასწავლებლების: ქეთინო მუკბანიანის, კლარა ჩანქსელიანისა და ელზა ქურასბედიანის ხელმძღვანელობით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203