ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლის მე-10 კლასში, პედაგოგ ლუსინე კარსლიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო მუსიკალურ–ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები, ღონისძიებაზე, საინტერესო მუსიკალური ნომრებით - სომეხი კომპოზიტორების ნაწარმოებებით წარდგნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ კარგად აქვთ გაცნობიერეული, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული მუსიკის უკვდავყოფა.
„სალაპარაკო ენის გარდა, თითოეულ ერს ასევე აქვს მუსიკალური ენა. ყველა ადამიანის მოვალეობაა კარგად იცოდეს როგორც მშობლიური ენა, ასევე თავისი ხალხის ეროვნული მუსიკა.
ეროვნული მუსიკა საუკუნეების განმავლობაში ხალხმა თაობიდან თაობას გადასცა. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ლიტერატურული და მუსიკალური საღამო ხალხურ სიმღერას ეძღვნებოდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: