
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც შესაძლებლობებს შესანიშნავად ავლენენ.
ამჯერად, სკოლის გუნდი იუმორისტულ პროექტში - „ქართული ლიგის“ სასკოლო შეჯიბრში წარმატებით მონაწილეობდა.
აღნიშნული კონკურსი 11 ივნისს ქუთაისში გაიმართა, სადაც გაიმარჯვა ქუთაისის N38 საჯარო სკოლის გუნდმა. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დიპლომიც დაიმსახურეს.
გუნდის შემადგენლობაში იყვნენ მოსწავლეები: ტატო თევდორაძე, ლუკა გაბრიჭიძე, საბა შეყილაძე, ნიკოლოზ გიორგაძე, თეკლა გიორგაძე, ანამარია ზაქარაშვილი.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და მათ მომავალში წარმატებებს უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: