ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სხვადასხვა საინტერესო აქტივობითაა გაჯერებული.
მათ შორის, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები გრძელვადიან ინტეგრირებულ პროექტზე - „სიმღერებად ქცეული ლექსები“, მუშაობენ, რაც ნაწილობრივ უკვე დაასრულეს.
პროექტის ხელმძღვანელები ქართულის პედაგოგი - ცირა გურეშიძე და მუსიკის მასწავლებელი - მაია ბერიძე გახლავთ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი დატვირთული იყო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით, რამაც მოსწავლეების დაინტერესება გამოიწვია.
მათ სურვილი გამოთქვეს, რომ პროექტი მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდეს, რათა „სიმღერებად ქცეულ ლექსებზე“ შექმნილი სიმღერები შეისწავლონ.
იხილეთ ფოტოები: