აშკალის საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ლამაზი ღონისძიება 
13-06-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.

მათ აღნიშნული ღონისძიებით ჯერ ქართული, ხოლო შემდგომ მშობლიური ანბანი „გააცილეს“

„რაც უფრო მეტ ენას სწავლობენ პირველკლასელები, მით უფრო ადვილად ითვისებენ წერა-კითხვას, საუბარს და იმდიდრებენ ლექსიკურ მასალას, ვითარდება მათი ინტელექტუალური უნარები და შესაძლებლობებიც“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პირველკლასელებმა, ღონისძიებაზე, მშობლიურ ენაზე ზღაპრის „წითელქუდა“ მიხედვით, სპექტაკლი გაითამაშეს, იცეკვეს, იმღერეს და სექტემბრამდე დაემშვიდობნენ სკოლასა და მასწავლებლებს.

„მათ სიმღერას დარბაზიც ჰყვებოდა და ტაშით აჯილდოებდა პატარა მომღერლებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ზეიმის ორგანიზატორები იყვნენ სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ქრისტინე ზურნაჩიანი და აღუნიკ მარტიკიანი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203