ბავრის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ერთობლივად საინტერესო პროექტი განახორციელეს
13-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქტივობით ამრავალფეროვნებენ. 

12 ივნისს, ბილიგვური სწავლების, ხელოვნების, საზოგადოებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებმა საინტერესო პროექტი ერთობლივად განახორციელეს. მათ ქართული ხალხური ზღაპარი - „რწყილი და ჭიანჭველა“ ქართულად და სომხურად ააჟღერეს.

პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა  დიდი წიგნი - „რწყილი და ჭიანჭველა“ შექმნეს. ზღაპარი ორივე ენაზე თარგმნეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

გარდა ამისა, მათ ლექსები ქართულ და სომხურ ენებზე წაიკითხეს, ითამაშეს, ბუნებაზე ისაუბრეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მოსწავლეებმა თავიანთი აზრები ხელოვნების შესახებაც წარმოთქვეს

„ბილინგვური სწავლების მასწავლებლები გამოწვევებს თავს კარგად ართმევენ. მადლობა მათ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203