ბენარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს
13-06-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს. 

ისინი კლასის დამრიგებელს, პედაგოგებს და განვლილ ოთხ წელიწადს სიმღერით, ცეკვით და ლექსებით დაემშვიდობნენ. კლასის დამრიგებელმა მაია ჩილაშვილმა მოსწავლეებს წარმატება უსურვა და სიყვარულით გამოემშვიდობა.

სკოლის დირექტორმა - ნინო  ფორჩხიძემ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა, მან ბავშვებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს - მაია ჩილაშვილს, მედეა ქაფიანიძეს, ლია გიგოლაშვილს, ლამაზი ღონისძიებისთვის, მადლობა გადაუხადა. მადლობა უძღვნა მშობლებსაც, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

ღონისძიებაზე მოსწავლეებს წარჩინებული სწავლისა და შემოქმედებითი უნარებისათვის სიგელები გადაეცათ.

„ეს დღე იყო დაუვიწყარი და ემოციური როგორც ბავშვებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203