ცხუნკურის N2 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის წარმატებით შესწავლა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს
13-06-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო. 

ამის მიზეზი კი პირველკლასელების ლამაზი ღონისძიება იყო, რითაც მათ ანბანი დიდი ზარ-ზეიმით „გააცილეს“.

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს და იაკობ გოგებაშვილს სამადლობელი სიტყვები მიუძღვნეს. ბოლოს კი, ფერადი კვამლიც გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

„დიდი მადლობა ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, ამ ღონისძიებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203