წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, პირველკლასელთა სასწავლო ექსკურსია შედგა. მის ფარგელბში, მოსწავლეებმა ქუთაისის ღირსშესანიშნაობები - თოჯინების თეატრი, ბოტანიკური ბაღი, ბაგრატის ტაძარი და სხვა ადგილები დაათვალიერეს.
გასვლითი აქტივობა თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელი და გამორჩეული მოვლენა იყო. პატარები ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: