თორიის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი გამოსაშვები ღონისძიება 
13-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება „დამშვიდობება დაწყებით საფეხურთან“, რომელსაც მე-4 კლასის ხელმძღვანელი სონიკ პეტროსიანი ხელმძღვანელობდა, ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

ზეიმზე, ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, სპექტაკლი გაითამაშეს, შემოქმედებითი უნარები და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან. სწორედ ამიტომ, მათ საყვარელ მასწავლებელს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

„მოსწავლეებმა თავიანთი გამოსვლებით მადლობა მოახსენეს დაწყებითი კლასის მასწავლებლებს და შეჰპირდნენ, რომ ისე გააგრძელებენ სწავლას, რომ არ შეარცხვინონ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ მოსწავლეთა მშობლებიდან ერთ-ერთმა ყველა მშობლის სახელით მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორ მასწავლებელს - სონიკ პეტროსიანს ასეთი სახალისო ზეიმისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203