ვარდისუბნის საჯარო სკოლაში VII კლასის მოსწავლეებმა „ჩრდილების თეატრი“ მოაწყვეს და სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების პერსონაჟები „გააცოცხლეს“
13-06-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, VII ა და VIIბ კლასების მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.

აღნიშნული გაკვეთილი მოიცავდა „ჩრდილების თეატრს“, სადაც წარდგენილი იყო სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები.

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟის როლები. ბავშვებმა თავიანთი ხელებით განასახიერეს ცხოველები, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„თეატრი იყო შემეცნებითი, აღმზრდელობითი, ძალიან საინტერესო და ხელს უწყობდა სხვადასხვა უნარის განვითარებას მოსწავლეებში“, - გვიყვებიან სკოლაში. 

აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგი ელიზა კვინიკაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203