„ნორჩი მათემატიკოსი“ - თბილისის N178 საჯარო სკოლაში მე-3 კლასელთათვის საინტერესო კონკურსი მოეწყო
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში მე-3 ბ კლასის მოსწავლეთათვის საინტერესო კონკურსი „ნორჩი მათემატიკოსი“ მოეწყო.
„ჩემმა თვალხატულა გოგო-ბიჭებმა წარმატებით გაართვეს თავი კონკურსს“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვებმა აღნიშნულ დღეს, სხარტი, ანალიტიკური აზროვნება, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
„კიდევ ერთი ლამაზი, საინტერესო და შემეცნებითი დღე ჩაიწერა მე-3ბ კლასის მოსწავლეთა საკლასო ცხოვრებაში.
გვიყვარხართ, გვეიმედებით მომავალი თქვენია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: