
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
მათ შორის იყო I კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება, რომლითაც მათ სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს.
ღონისძიების ორგანიზატორები ლილი ირემაშვილი და ნანა ზაალიშვილი გახლდათ.
ზეიმზე, პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა შემოქმედობითობით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
სკოლაში, მათ I კლასის წარმატებით დასრულებას ულოცავენ და მომდევნო კლასებში წინსვლას უსურვებენ.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ემოციური იყო.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: