საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა მხატვრულ-შემოქმედებით კლუბს - „თამარიელი“ ჩაეყარა საფუძველი
14-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში 2023-2024 სასწავლო წელს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე დაინერგა.

გიმნაზიაში საფუძველი ჩაეყარა მოსწავლეთა მხატვრულ-შემოქმედებით კლუბს - „თამარიელი“, რომლის ხელმძღვანელია გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამთა ხარატიშვილი.

კლუბში გაერთიანებულმა მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიებაც გამართეს.

მოსწავლეებმა მეხუთედან მეათე კლასის ჩათვლით, სლაიდების მეშვეობით წარმოადგინეს საკუთარი დაწერილი ნაწარმოებები და მხატვრულად წაუკითხეს დამსწრე საზოგადოებას.

დაფაზე კი მოსწავლეთა ფოტოებთან ერთად ამობეჭდილი იყო მათი ლექსები და მოთხრობები.

ღონისძიებას ესწრებოდა გიმნაზიის დირექცია.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლუბის - „თამარიელი“ მიზანია, რაც შეიძლება მეტი შემოქმედებითი უნარის მქონე მოსწავლე აღმოაჩინოს და განუვითაროს მას წერის, მხატვრულად გადმოცემისა და თავისუფლად  აზროვნების უნარი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203