საზეიმო „ბოლო ზარი“ და მე-12 კლასელთა ემოციური გაცილება საბუეს საჯარო სკოლაში
13-06-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულით გააცილეს.

სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. „ბოლო ზარის“ ღონისძიებამ იქ მყოფი თითოეული ადამიანი დადებითი ემოციებით დამუხტა.

მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, მათ ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს. კურსამთავრებულებმა საყვარელი პედაგოგების ამაგიც არ დაივიწყეს და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლის დირექცია, პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის წარმატებით დასრულებას ულოცავენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203