
სასწავლო წელი იწურება, სწორედ რომ ცოდნის შეჯამება-შეფასების დროა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საგანში - „ჩვენი საქართველო“ საინტერესო შემაჯამაბელი გაკვეთილი ჩატარდა.
VI კლასმა საგნის შესწავლა აღნიშნული გაკვეთილით დაასრულა.
მოსწავლეებმა მოამზადეს ჯგუფური პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:
1.საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები;
2. მეურნეობის დარგები საქართველოში;
3. კულტურის ძეგლები საქართველოში:
4.მრავალფეროვანი საქართველო.
პრეზენტაციებში წარმოაჩინეს არა მარტო ფაქტობრივი ცოდნა, არამედ სხვადასხვა უნარები. ყველაზე საინტერესო იყო პრაქტიკული ნაწილი, თემის შესაბამისად ჯგუფებში დაამზადეს სხვადასხვა პროდუქტი. თვითშეფასებისას ისაუბრეს საკუთარ შესაძლებლობებზე, შეძენილ ცოდნასა და უნარებზე.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ირმა რიონიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: