ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბში მწერალ იოსებ იარღანაშვილს უმასპინძლეს
13-06-2024
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მკითხველთა კლუბი, რომლის ხელმძღვანელი  პედაგოგი მაია ჟვანია გახლავთ აქტიურად ფუნქციონირებს.

ამჯერად, მკითხველთა კლუბს სტუმრად ეწვია ქუთაისის N25 სკოლის კურსდამთავრებული, მწერალი იოსებ იარღანაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე, პედაგოგები, მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები.

კლუბის წევრები დაინტერესდნენ მწერლის ბიოგრაფიით, შემოქმედებით.

„უშუალო და წრფელი იყო მწერალი საზოგადოებასთან. ბავშვებისა და ყოფილი მასწავლებლების ნახვამ გაზარდა ემოცია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მწერალმა მკითხველთა კლუბს გადასცა წიგნები ავტოგრაფით, გადაიღო სამახსოვრო ფოტოები.

სტუმარს, მკითხველთა კლუბმაც უსახსოვრა სიმბოლური საჩუქარი.

ეს დღე ძალიან ემოციური და ძალიან საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203