ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პრეზენტაცია და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეთა კონფერენციის შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდა.
აღნიშნულ შეხვედრაზე, VI, VII, X და XI კლასების მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგი საგნებიდან: ჩვენი საქართველო, ისტორია და მოქალაქეობა. ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
შეხვედრას სკოლის პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის ხელმძღვანელი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ხათუნა აბრამაშვილი გახლდათ.
სკოლაში, მოსწავლეებს ასეთი საინტერესო პრეზენტაციების წარდგენისთვის მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს და სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: