
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, დირექცია და პედაგოგები მათ არაერთ საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, ბიოლოგიის მასწავლებლის - ამალია გვიდიანის ხელმძღვანელობით, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში სასკოლო ექსკურსია მოეწყო.
ისინი სხვადასხვა სახეობის ფრინველებს გაეცნენ. მოსწავლეები მცენარეთა მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით აღფრთოვანებულები დარჩნენ.
ექსკურსიის მიზანი მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება, განმტკიცება და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გაგება-გააზრება გახლდათ.
ეს დღე მოსწავლეთათვის დაუვიწყარი, საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო: