„საკვები მსოფლიოდან“- უბისის საჯარო სკოლის Vll კლასის მოსწავლეთა ინგლისური ენის საინტერესო ღია გაკვეთილი
12-06-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, Vll კლასში ინგლისური ენის ღია გაკვეთილი, თემით - „საკვები მსოფლიოდან“ ჩატარდა, რომლის მიზანი კომუნიკაციური უნარების განვითარება იყო. 

გაკვეთილს პედაგოგი ნათია ჭუმბაძე უძღვებოდა. მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიძიეს და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, კედლის გაზეთი შექმნეს.

„მომავალში უფრო საინტერესო პროექტ-გაკვეთილებზე მუშაობა იგეგმება, სადაც მოსწავლეები თავიანთ შესაძლებლობებს უფრო აქტიურად წარმოაჩენენ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203