ქუთაისის N16 საჯარო სკოლამ ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა
12-06-2024
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. სკოლას საინტერესო სტუმრები ეწვივნენ.

„სკოლამ ქალბატონი ემის აღსაზრდელებს უმასპინძლა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბაღი „საბავშვო აკადემიას“ ბავშვებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ნაყოფიერი წუთები გაატარეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა - ლანა კილაძემ და ელენე მჭედლიძემ ბავშვებს მოსწავლეებთან ერთად, ცოდნის სამყარო წამიერად გაუფერადეს და სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტებიც“ მოუწყვეს. 

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203