მარტყოფის N1 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი დათო წიკლაური კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა 
12-06-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ. 

მათ შორის ერთ-ერთი სპორტის მასწავლებელი დათო წიკლაურია, რომელიც სხვადასხვა აქტივობაში ხშირად ერთვება. ამჯერად, ის სართიჭალის N2 საჯარო სკოლაში გამართულ კონფერენციაში - „ჩემი საუკეთესო პრაქტიკა ჩემს კოლეგებს“ მონაწილეობდა. ის მასწავლებლების - ნინო ციცვიძისა და მარეხი რიკაძის ორგანიზებით ჩატარდა.

დათო წიკლური აღნიშნულ კონფერენციაზე მოხსენებით სკოლაში განხორციელებული პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის რეპეტიცია“ შესახებ წარსდგა და შესაბამისი სერტიფიკატიც დაიმსახურა.

„წარმატებები ჩვენს კოლეგას, პროფესიული განვითარების გზაზე და მადლობა სართიჭალის N2 სკოლის დირექტორს, ქალბატონ მარიამ გარაშვილს, კონფერენციის ორგანიზატორებთან ერთად“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203