ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა STEM ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
12-06-2024
ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა; ფორმალური განათლების მიღების პარალელურად, ბავშვები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, კონკურსსა თუ საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მხარდაჭერით 9 ივნისს თბილისში STEM ოლიმპიადა ჩატარდა. აღნიშნულ ოლიმპიადაში ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობდნენ.

სკოლის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ოლიმპიადაში მე-3 ადგილი დაიკავა. 

აღსანიშნავია, პირველმა მასშტაბურმა ოლიმპიადამ ყველა რეგიონის 200-მდე სკოლა მოიცვა. 

STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203