
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
მათ შრომას რომ შედეგი გამოაქვს, ამაზე ყველაზე მკაფიოდ მოსწავლეთა მიღწევები მეტყველებს. ისინი გამოწვევებს არასოდეს უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტში - „ერუდიტი“ მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ფინალში იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: