ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული ოთხწლედი ღონისძიებით დააგვირგვნეს 
12-06-2024

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის დამამთავრებელი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

დამრიგებელმა - ლანა კილაძემ, მოსწავლეებს ოთხწლედის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სპეციალურად ამ დღისათვის მომზადდა ვიდეორგოლი, რომელზეც ბავშვების სკოლაში ყოფნის ოთხი წელი იყო აღბეჭდილი.

მოსწავლეებმა მასწავლებლებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და სამადლობელი სიგელები გადასცეს.

როგორც სკოლაში გივყვებიან, ღონისძიების სცენარის შექმნაში თავად მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა შეარჩიეს და წარადგინეს მათივე საყვარელი წიგნისა და ფილმის პერსონაჟები.

ღონისძიების ბოლოს დამრიგებელმა მოსწავლეებს სერტიფიკატები სხვადასხვა ნომინაციაში გადასცა.

ღონისძიება მეტად ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203