
ბათუმის N30 საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს მამოტივირებელ და განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს სთავაზობენ.
ახლახან, მუსიკის მასწავლებელმა ი.მამულაიშვილიმა VIIა კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა. მისი თემა იყო „საქართველოს კუთხეები, ტრადიცია და ფოლკლორი“.
მოსწავლეებმა საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია მოიძიეს, კლასის წინაშე წარადგინეს და იმსჯელეს.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე ქართული ხალხური საკრავები გამოფინეს.
ღია გაკვეთილმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: