
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, მე-6ა და მე-6ბ კლასებს შორის ვიქტორინა - „მოვიარე მთა და ბარი“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შეკითხვებს უპასუხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შედეგად კი, გამარჯვებული ჯგუფები გამოვლინდნენ, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აღნიშნული ვიქტორინის ორგანიზატორები ლამარა ფუტკარაძე და ზეინაბ ქოქოლაძე იყვნენ.
იხილეთ ფოტოები: