კრწანისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
12-06-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო. 

იქ, მე-4 კლასის მოსწავლეებმა 2023-24 სასწავლო წლის ბოლო ღონისძიება გამართეს. შედეგად კი, სასკოლო საზოგადოებას ულამაზესი და ფერადი დღე აჩუქეს. აქტივობაში თითოეული მათგანი, დამრიგებელ თამარ წილოსანის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. 

მეოთხეკლასელებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, ერთად გატარებული დრო გაიხსენეს და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. საზეიმო განწყობას კი ბუშტები და შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა. 

„რა მალე გავიდა დრო, უკვე მეოთხე კლასიც დაამთავრეთ, ჩემო გოგო-ბიჭებო უფალი გფარავდეთ მუდამ“,- წერს მასწავლებელი თამარ წილოსანი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203