
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ყვავილების ფესტივალი ჩატარდა, სადაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მედეა გათენაძე.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალხმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: