სატივის საჯარო სკოლაში, V-XI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, მარათონული რბენა ჩატარდა 
12-06-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, სპორტის მასწავლებლის - თეო ომანაძის ორგანიზებით, V-XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გოგონებსა და ვაჟებს შორის „მარათონული რბენა“ ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ შიდასასკოლო შეჯიბრება თავისუფალი თამაშების ფარგლებში გაიმართა.

თამაშში გამოვლინდა გამარჯვებული პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნები.

მარათონის განხორციელებას ხელი შეუწყო, სკოლის ადმინისტრაციამ და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა კოტე ლომსაძემ, მათემატიკის მასწავლებელმა - გიორგი ბალიაშვილმა და სკოლის ექთანმა - ნატო გელაშვილმა.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203