საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში წარმატებულ კურსდამთავრებულს უმასპინძლეს
12-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია, მათ შორისაა დემეტრე შაინიძე, რომელსაც ახლახან სკოლაში საინფორმაციო შეხვედრით უმასპინძლეს. 

დემეტრე შაინიძემ მე-10 - მე-11 კლასელებს გაუზიარა გამოცდილება, ესაუბრა გაცვლით პროგრამებზე, ერასმუს+_ის შესაძლებლობებსა და მოხალისეობრივ საქმიანობაზე.

აღსანიშნავია, რომ დემეტრე სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდა იტალიიდან, სადაც ევროპის სოლიდარიბის კორპუსის მიწვევით ერთი წლით იმყოფება.

შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203