ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ხალისით მონაწილეობენ, წარმატებაც სახეზეა.
თბილისის N9 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ რაზმაძე Kings-ის მათემატიკის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელია.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ, მიღწეულს ულოცავენ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.