
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
მე-4 კლასი დაწყებითების პედაგოგმა - იზა ლიპარტელიანმა დიდი სიყვარულით გააცილა.
მე-4 კლასელებმა კი წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს, პირველ მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
ფერადი და ლამაზი ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
დამრიგებელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: