თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე პატრიოტული თემატიკის ნამუშევრები გამოფინეს 
13-06-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

ამ მიზინით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ეწყობა და რასაკვირველია, მნიშვნელოვანი თარიღებიც აღინიშნება. 

ამჯერად კი, V-VI კლასის 8 მოსწავლე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში ჩაერთო და საკუთარი ნამუშევრები გამოფინა. თემა გახლდათ - „მე მიყვარს საქართველო“. 

ისინი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სიგელებითა და სხვა უამრავი ფასიანი საჩუქრით დასაჩუქრდნენ, რისთვისაც სკოლაში მერიას მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203