
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიებები იმართება.
მათ შორის იყო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მე-3 კლასში ჩატარდა. მოსწავლეებმა სააღდგომო დეკორაციები შექმნეს, ამ დღის შესახებ ისაუბრეს და მისი მნიშვნელობა აღნიშნეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: