„ჩრდილების თეატრის ფესტივალი - „წითელქუდა“ - საინტერესო შემოქმედებითი პროექტი აგანის საჯარო სკოლაში 
12-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, ​აგანის საჯარო სკოლის ბილინგვური განათლების სპეციალისტების - ვერა ვატოიანის და მარინე აივაზიანის დადეგმილი პროექტი - „ჩრდილების თეატრის ფესტივალი - „წითელქუდა“ განხორციელდა.

ფესტივალი წარმატებით წარიმართა, მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, მოაწყვეს სცენა და დეკორაცია და საინტერესო სპექტაკლიც გამართეს. 

მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203