მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ვიქტორინა-კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ 
12-06-2024
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში მონდომებით ერთვებიან. 

მათ შორის იყო ვიქტორინა-კონკურსი „ჩვენი სამყარო 2024“, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ.

7 ივნისს საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გამოჩენილი ბიოქიმიკოსის, აკადემიკოს სერგი დურმიშიძის გარდაცვალებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ვიქტორინა-კონკურსი „ჩვენი სამყარო 2024“ გაიმართა, რომელიც მოიცავდა კითხვებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესახებ.

აღნიშნულ კონკურსში მეორე ადგილი მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: თამარ ყიფშიძემ, ნინი თურმანიძემ, თამარ კუპრაშვილმა და ნიკოლოზ გვიანიძემ​ დაიკავეს.

მათი ხელმძღვანელი ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ნარგიზ სამხარაძე გახლდათ.

მოსწავლეები მე-2 ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ და პროექტის ორგანიზატორებისგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ  სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203