ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი პეტრას ციხეზე ჩაუტარდათ
12-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მრავალფეროვან სასწავლო სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.

VII კლასის მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელი ირმა რიონიძე ინოვაციური მეთოდებით მუდმივად საინტერესო აქტივობებს სთავაზობს, ამჯერად განხორციელდა გასვლითი გაკვეთილი პეტრას ციხეზე. გასვლითი გაკვეთილის თემა იყო - „დიდი ომიანობა ეგრისში“.

„განსხვავებულ გარემოში გაკვეთილის ჩატარება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში, საკლასო ოთახში შესწავლილი საკითხი კიდევ უფრო განამტკიცეს ძეგლზე სტუმრობით, ინტერაქტიული ლექციით გაიხსენეს პეტრას ციხის ისტორია და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა, ისაუბრეს ბიზანტია-ირანის ინტერესებზე ეგრისში და „დიდიომიანობის“ მიზეზებზე და შედეგებზე, გამართეს იმიტირებული კოლხი დიდებულების კრება, განაწილდნენ პრობიზანტიურ და პროირანულ მხარდამჭერებად და არგუმენტებით გაამყარეს თავიანთი მოსაზრებები“,- გვიყვება პედაგოგი. 

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203