მულახის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა მაკულატურისგან ახალი ქაღალდი დაამზადეს
12-06-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლიც წევრებიც გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

ახლახან, ეკოკლუბელებმა მდგრადი მოხმარების კულტურის დასანერგად მაკულატურისგან ახალი ქაღალდი დაამზადეს.

ქაღალდის დამზადების ტექნოლოგიის შესწავლისა და პრაქტიკაში დანერგვის პროცესი მხიარულად წარიმართა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203