საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეები სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმს სტუმრობდნენ
14-06-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი შთამბეჭდავი ექსკურსია მოეწყო.  

გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ქეთი მოსულიშვილი) იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე.

მოსწავლეებმა მოილოცეს ბოლნისის სიონი და მოინახულეს სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი სოფელ ტანძიაში.

მათ კიდევ ერთხელ მოისმინეს სულხან-საბა ორბელიანის შესახებ ინფორმაცია, დაათვალირეს მისი ნაწარმოებების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები და ამ ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ფოტომასალები. ითამაშეს ბუნებაში და დიდი შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203