მულახის საჯარო სკოლაში ეკოკლუბელებმა, პედაგოგებთან ერთად, „პიცა ფართი“ მოაწყვეს 
12-06-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში ეკოკლუბელების ჩართულობით საინტერესო აქტივობა მოეწყო - მათ სასკოლო კვების ექსპერიმენტი ჩაატარეს და „პიცა ფართი“ მოაწყვეს.

აქტივობას მასწავლებლებიც დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ.

„მათ ბავშვებთან ერთად, სკოლაში, უგემრიელესი პიცები და ფუნთუშები დაამზადეს, რომლებითაც სკოლის ყველა მოსწავლეს გაუმასპინძლდნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203