მულახის საჯარო სკოლა საქველმოქმედო აქციას შეუერთდა
12-06-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და გარდა საგნობრივი დისციპლინებისა მთავარ ცხოვრებისეულ ღირებულებებს, კაცთმოყვარეობას, ტოლერანტობას, სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

ახლახან სკოლა საქველმოქმედო აქციას შეუერთდა. 

წვირმის საჯარო სკოლის გამოწვევის შემდეგ მულახის სკოლის ეკოკლუბელებმა „ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდისთვის“ შეაგროვეს ტანსაცმელი ბავშვებისა და უფროსებისათვის. შეგროვილი შემოწირულობა უკვე გაეგზავნა ფონდს.

სკოლაში იმედოვნებენ, რომ ბევრ ბენეფიციარს გაახარებენ, „სიკეთე გადამდებია“- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203