ბოლნისის N3 სკოლის მე-12 კლასელთა საზეიმო „ბოლო ზარი“ და შთამბეჭდავი ვიდეორგოლი, რომელიც ამ დღის ემოციებს სამუდამოდ შეინახავს
12-06-2024

ბოლნისის N3 საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა ემოციურად და დიდი სიყვარულით გააცილეს.

„ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

მათ ასევე შესანიშნავი სანახაობა დადგეს კლასში. კურსდამთავრებულებმა პედაგოგების როლი მოირგეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.  კურსდამთავრებულებმა, ასევე ორიგინალური და ემოციური კლიპი გადაიღეს, რომელშიც თითოეული მათგანი მონდომებით ჩაერთო.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203