
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო. სასკოლო საზოგადოებამ აწ უკვე კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა.
მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მეთორმეტეკლასელებმა შესანიშნავი ღონისძიება გამართეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მშობლიურ სასკოლო გარემოს დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: