ლემშვენიერას საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება და ნაყოფიერი წლების შეჯამება 
11-06-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო. 

იქ, მე-4 კლასის მოსწავლეებმა 2023-24 სასწავლო წლის ბოლო ღონისძიება გამართეს. შედეგად კი, სასკოლო საზოგადოებას ულამაზესი და ფერადი დღე აჩუქეს. ისინი აქტივობებში კლასის დამრიგებლის - გულნაზი ავალიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მეოთხეკლასელებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, ერთად გატარებული დრო გაიხსენეს და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლას, ლემშვანიერას სამი ბაღიდან, მომავალი პირველკასელებიც ესტუმრნენ, რისთვისაც სკოლაში მათი ბაღის პედაგოგებს მადლობას უხდიან. 

„საოცარი და მომხიბვლელი იყო მეოთხე კლასის მოსწავლეების შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება. დიდი მადლობა კლასის ხელმძღვანელს, გულნაზი ავალიანს ამ დღისთვის და გაწეული შრომისთვის. ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერა საჯარო სკოლა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203