კორხის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა იგავ-არაკების პერსონაჟები გააცოცხლეს
11-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო სასკოლო აქტივობა ხშირად იმართება.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, სომხური ენის გაკვეთილზე ხალისითა და შემართებით იმუშავეს. მათ იგავ-არაკების მიხედვით როლური თამაშები გამართეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აქტივობებს თავი წარმატებით გაართვეს და სასკოლო საზოგადოების ქება დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203