ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების ტრადიციული გამოფენა გაიხსნა
11-06-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, სადაც პედაგოგთა მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და მოტივირებაა. 

ამ მიზნით კი, არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა. მათ შორის, 7 მაისს, სკოლაში მოსწავლეთა ნახატების ტრადიციული გამოფენა გაიხსნა, რომელშიც სხვადასხვა კლასის მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გამოფენა სკოლის დირექტორის მოადგილე ლია კუხიანიძემ გახსნა და სიტყვა გადასცა ხელოვნების მასწავლებელ ელისო გოლეთიანსა და მუსიკის მასწავლებელ ქეთევან მაღლაფერიძეს, რომლებმაც მოსწავლეებს გამოფენის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ სკოლას ხატვის მოყვარული ამდენი მოსწავლე ჰყავს. იმედია, მომავალ წელს გამოფენა კიდევ უფრო საინტერესო იქნება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203